logo
ENG



ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა

27 მარ 202317:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/27/fjceg04u9cfa3mq.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახური ავრცელებს.

ზელენსკი ფრონტის ხაზზე მებრძოლ ჯარისკაცებს შეხვდა და ქვეყნის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

"მე მაქვს პატივი, დღეს აქ ვიყო და ყველას მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი ქალაქების, ჩვენი შვილების დაცვისთვის... ყველას გამარჯვებას ვუსურვებ. იცხოვრეთ და იბრძოლეთ. თქვენნაირ ადამიანებთან ერთად, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკიმ უკრაინელ სამხედროებს სახელმწიფო ჯილდოებიც გადასცა. პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინელმა მებრძოლებმა ზელენსკის მონეტა აჩუქეს, რომელიც სამხედრო ძმობის სიმბოლოა.


close დახურვა