logo
ENG



ზელენსკი იმედოვნებს, აშშ-ის არჩევნების შედეგები დახმარების გაზრდაზე იმოქმედებს

05 ნოე 202612:19
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/05/j2hy7pl62b2v5a3.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დემოკრატების მიერ კონგრესზე კონტროლის მოპოვებამ, შესაძლოა, მომავალი წლიდან უკრაინისთვის მეტი სამხედრო და ფინანსური დახმარების გამოყოფას ხელი შეუწყოს.

„ჩვენ გვაქვს ორპარტიული მხარდაჭერა. მე რესპუბლიკელების მადლიერიც ვარ, მაგრამ დემოკრატები ძალიან მკაფიოდ საუბრობენ უკრაინის მხარდაჭერასა და დახმარების გაწევაზე“, — განაცხადა ზელენსკიმ გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელ ZDF-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან დახმარების გაზრდამ შესაძლოა გავლენა იქონიოს პუტინის პოზიციაზეც და მას ომის შეწყვეტისკენ უბიძგოს.

„თუ კონგრესი ახლა ძლიერ ფინანსურ მხარდაჭერასა და სამხედრო დახმარებაზე ისაუბრებს, როგორც ამას დღეს ევროპა აკეთებს, ეს პოზიტიური ნაბიჯი იქნება, რაც პუტინზე გავლენას მოახდენს. პუტინი მაშინ დაფიქრდება, აქვს თუ არა აზრი ბრძოლის გაგრძელებას, ომის გაგრძელებას, როცა მხარდაჭერა იზრდება“, — თქვა მან.

 


close დახურვა