logo
ENG



ზელენსკი პუტინზე: ამ ტერორისტის დედაქალაქში ჩასვლა არ შემიძლია, შეუძლია კიევში ჩამოვიდეს

06 სექ 202509:53
3 წუთის საკითხავი
 
2025/09/06/holnbnkj4eh4o5c.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული ყოველდღიური იერიშების ფონზე, მოსკოვში მოლაპარაკებებზე ჩასვლა არ შეუძლია და დაამატა, რომ ვლადიმირ პუტინს თავად შეუძლია ეწვიოს კიევს.

ამის შესახებ მან ABC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"მას შეუძლია ჩამოვიდეს კიევში. მე არ შემიძლია მოსკოვში წასვლა, როდესაც ჩემი ქვეყანა ყოველდღიურად რაკეტების, თავდასხმის ქვეშაა. არ შემიძლია ამ ტერორისტის დედაქალაქში წასვლა. პუტინს ეს ესმის", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს თავიდან აირიდოს მასთან შეხვედრა, რაც უკრაინის მიმართ გახშირებული იერიშებიდანაც ჩანს.

ცნობისთვის, პუტინმა 3 სექტემბერს განაცხადა, რომ "ის არასდროს ყოფილა ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი“.

"თუ ზელენსკი მზად არის, მაშინ დაე, ჩამოვიდეს მოსკოვში. ეს შეხვედრა შედგება", - თქვა მან.


close დახურვა