logo
ENG



ზელენსკი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხს განიხილავს

22 თებ 202214:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/22/6rmm0vlwpzn7645.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ მან ესტონეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"თქვენთან ერთად ვხედავთ თავდასხმას ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე. ეს დანამდვილებით ასეა", - ამბობს ზელენსკი. მისივე თქმით, მიმართვა დიპლომატიური ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღო:

"ჩვენი პრესკონფერენციის შემდეგ ვიმუშავებ ამ საკითხზე, და არამხოლოდ ეს საკითხი, არამედ ქმედით ნაბიჯებზე რუსეთის მხრიდან ესკალაციაზე".

21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ. 


close დახურვა