logo
ENG



ზელენსკი ჯარისკაცის დახვრეტაზე: დიდება გმირებს! ჩვენ ვიპოვით მკვლელებს

07 მარ 202308:45
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჯარისკაცის დახვრეტაში ბრალდებულებს იპოვიან.

დღეს გავრცელდა ვიდეო, როგორ მოკლეს ოკუპანტებმა მებრძოლი, რომელმაც გამბედავად უთხრა: "დიდება უკრაინას!". მინდა, რომ ყველამ ერთად ვუპასუხოთ მის სიტყვებს: “დიდება გმირს! დიდება გმირებს! დიდება უკრაინას!”. ჩვენ ვიპოვით მკვლელებს", - თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელი სამხედრო სიტყვების - "Слава Україні"-ს [დიდება გმირებს] წარმოთქმის გამო ჩაცხრილეს. ვიდეოს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

ვიდეოში ჩანს ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედრო, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ ლოზუნგს ამბობს. ამის შემდეგ რუსები მას ესვრიან და აგინებენ.

ჯერჯერობით უცნობია სად და როდის არის გადაღებული ხსენებული ვიდეო.


close დახურვა