logo
ENG



ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

22 ივლ 202619:53
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/22/mpiitcqp06m6mn3.jpg

ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

გავრცელებული ცნობებით, ავარიის შედეგად დაზიანდა ორი მსუბუქი ავტომობილი და ერთი სამგზავრო მიკროავტობუსი.

ფორმულას შსს-ში უთხრეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.


close დახურვა