logo
ENG



ზესტაფონში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

31 ოქტ 202220:35
3 წუთის საკითხავი
 

ზესტაფონში, სოფელ ზედა წიფლავაკეში ახალგაზრდა კაცი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, მას სანადირო თოფიდან ესროლეს. კაცს ჭრილობები გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


close დახურვა