logo
ENG



ზესტაფონში მოხუც ბებიაზე ძალადობაში ბრალდებული შვილიშვილი დააკავეს

13 აგვ 202120:46
3 წუთის საკითხავი
 
ზესტაფონში მოხუც ბებიაზე ძალადობაში ბრალდებული შვილიშვილი დააკავეს

ზესტაფონში მოხუც ბებიაზე ძალადობაში ბრალდებული შვილიშვილი დააკავეს. 82 წლის ციალა ქათამაძემ ძალადობის შესახებ ფორმულას მოუყვა. ქალი ამბობს, რომ 30 წლის ზვიად ცერცვაძე სრულიად უმიზეზოდ სცემს და უყვირის, სარგებლობს მისი საპენსიო ბარათითაც, აღებულ თანხას კი ფლანგავს.

ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ იცოდა სოფლის გამგებელმაც. მისი თქმით, პოლიციას ერთხელ უკვე შეატყობინა და ზვიად ცერცვაძე გაფრთხილეს. გამგებელმა ისიც იცოდა, რომ შვილიშვილი ბებიის პენსიის ბარათით სარგებლობდა. აკაკი მახათაძის თქმით, ციალა ქათამაძეს თავშესაფარში გადასვლა შესთავაზა, მაგრამ მოხუცმა უარი განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეტყობინების მიღებისთანავე რეაგირება მოხდა და კაცი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.


close დახურვა