წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის გამგებელს, მერაბ სულაბერიძეს მამა ძალადობაში ადანაშაულებს.
როგორც 82 წლის გივი სულაბერიძე ამბობს, სიტყვიერი დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა. რის შემდეგაც შვილმა ქვა ჩაარტყა. ხანში შესულმა კაცმა თავად გამოიძახა სასწრაფოც და პატრულიც. ის ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
ჯერჯერობით, უცნობია, აღძრულია თუ არა გამგებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლუს საქმე. ცხუნკურის გამგებელი, როგორც მამამისი ამბობს, წლების წინ თბილისის სამმართველოს მაღალჩინოსანი იყო.