logo
ENG



ზეწოლის მცდელობა ბაღში ძალადობის გაპროტესტების გამო

14 ივნ 202220:24
3 წუთის საკითხავი
 

აჭარაში ერთ-ერთი ბაგა-ბაღის სკანდალი გრძელდება. აღმზრდელობით დაწესებულებაში ბავშვზე თანატოლების მხრიდან ძალადობის ისტორიას სხვა განვითარება მოჰყვა. ბავშვის დედა ამჯერად კერძო ბაღის მფლობელის მესიჯებს ასაჯაროებს. მშობელი აცხადებს, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლია და ეს სოციალურ ქსელში ვიდეომასალის გამოქვეყნებას მოჰყვა. ბაღის ადმინისტრაცია ბრალდებებს უარყოფს. საკითხს პოლიცია ჯერ კიდევ სწავლობს, დაწესებულებაში კი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოდან ამ დრომდე არავინ გამოჩენილა. 

 


close დახურვა