logo
ENG



ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ მისი შტაბის წევრს თავს დაესხნენ

24 სექ 202022:37
3 წუთის საკითხავი
 
u5sj75aw39lswg9.jpg

სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ მისი შტაბის წევრს, ნინია ცისკარიშვილს თავს დაესხნენ.

როგორც კუპრავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ცისკარიშვილს ორი უცნობი კაცი აედევნა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ჩემი შტაბის წევრს ნინია ცისკარიშვილს შტაბიდან სახლში რომ მიდიოდა სახლთან ორი უცნობი კაცი აედევნა, ხელი დაუჯიკავეს და ძირს ათრიეს.. ჩვენ აქ ვართ კუკიაზე, პოლიციაც აქ არის. 1 თვეს გადავიტანთ! ვერ გაგვაჩერებთ!", - წერს კუპრავა.


close დახურვა