logo
ENG



ზოგისთვის გმირი, ზოგისთვის უბრალო ტერორისტი - 6 ივნისს გეგა კობახიძე 59 წლის გახდებოდა

07 ივნ 202021:31
3 წუთის საკითხავი
 

1983 წელი. საბჭოთა კავშირს კაგებეს ყოფილი ხელმძღანელი იური ანდროპოვი მართავს. პერესტროიკამდე  3 წელია დარჩენილი. რეჟიმი მძიმე ფაზაში შედის, ამ დროს კი თბილისის ცაზე ახალგაზრდა მსახიობი, თანამზრახველებთან ერთად თავისუფლების წარუმატებელ მანიფესტს აწყობს.

ზოგისთვის  გმირი, ზოგისთვის კი  უბრალო ტერორისტი -  6 ივნისს გეგა კობახიძე 59 წლის გახდებოდა.  დახვრეტამდე მან მხოლოდ 9 კინოროლის შესრულება მოასწრო. ბოლოს კი მის მიერ  განსახიერებული თორნიკე არავიძე ფილმ „მონანიებიდან“ ამოიღეს. რა დაკარგა ქართულმა კინომ, რომელიც თეატრის მსახიობებისგან  განსხვავებით, კინო ვარსკვლავების დეფიციტს ნამდვილად განიცდის?


close დახურვა