logo
ENG



ისტორიაში პირველად კანადის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი ქალი იქნება

18 ივლ 202421:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/18/zcs3qbrz6rr02ed.jpg

გენერალმა ჯენი კარინიანმა კანადაში თავდაცვის შტაბის უფროსის თანამდებობა დაიკავა, რითაც პირველი ქალი გახდა, რომელიც ქვეყნის გაერთიანებულ ძალებს უხელმძღვანელებს.

კარინიანი განათლებით სამხედრო ინჟინერია და კანადის ჯარში 35-წლიანი მსახურობის განმავლობაში მეთაურობდა ჯარებს ავღანეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ერაყსა და სირიაში.

"ვგრძნობ მზადყოფნას, მზაობასა და მხარდაჭერას, რათა ეს მრავალმხრივი გამოწვევა მივიღო", - თქვა კარინიანმა ოტავაში, კანადის სამხედრო მუზეუმში.

"კონფლიქტი უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში, დაძაბულობის ზრდა მსოფლიოს სხვა წერტილებში, კლიმატის ცვლილება, მოთხოვნების ზრდა ჩვენი პერსონალის მიმართ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ასევე საფრთხეები დემოკრატიული ღირებულებებისა და ინსტიტუტების მიმართ - ეს რამდენიმეა იმ რთული გამოწვევებიდან, რომელთა მიმართ უნდა ვადაპტირდეთ და წინააღმდეგობა გავუწიოთ", - თქვა გენერალმა.

კარიანიანი გენერალ უეინ ეირს შეცვლის, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა, იმ დროს, როდესაც კანადამ თავდაცვაზე ხარჯების ზრდა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია გადაწყვიტა.

გასულ კვირას, პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ აღნიშნა, რომ მთავრობა გეგმავს, 2032 წლისთვის NATO-ს თავდაცვის ხარჯების სამიზნე მაჩვენებელს - მშპ-ს 2%-ს მიაღწიოს.

როგორც Reuters წერს, შეიარაღებულ ძალებს პერსონალის აყვანა და მოძველებული აღჭურვილობის შეცვლა უჭირს. გასულ თვეში, ფლოტში განაცხადეს, რომ "კრიტიკულ ვითარებაში" არიან.

"ბევრი შიდა გამოწვევის წინაშე ვართ ისეთები, როგორიცაა თანამშრომლების აყვანა და შენარჩუნება. ვიცით, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ და რისი გაკეთებაა საჭირო, მათ გადასაწყვეტად", - განაცხადა კარინიანმა.

ტრუდომ კარინიანს ყველა კანადელისთვისა და მსოფლიოსთვის "მისაბაძი მაგალითი" უწოდა.


close დახურვა