ზუგდიდში ბაზარში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი ან რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
ერთ-ერთი ვარაუდით, შესაძლოა ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.
წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია სულ მცირე ოთხი მაღაზია. კიდევ ერთი ვერსიით სავარაუდოდ ბაზრის ერთ-ერთ თანამშრომელს გაზქურა დარჩა ჩართული. დამწვარია მეორადი ტანსაცმლოს მაღაზია და ასევე რამდენიმე საკმები ობიექტი.
ადგილზე მეხანძრე მაშველები მუშაობენ. ტერიტორიაზე ასევე მაღაზიების დაზარალებული მეპატრონეები იმყოფებიან.