logo
ENG



ზუგდიდის ინფექციური: აფხაზეთიდან შემოყვანილ პაციენტს მოგზაურობის ისტორია აქვს

30 მარ 202012:13
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებული აფხაზეთიდან კორონავირუსის სიმპტომებით ზუგდიდში პაციენტი გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით საეჭვო სიმპტოიმების მქონე პირი, ქალაქ გალის მცხოვრები, 50 წლის ქალია. ის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. მედიკოსები  მას შესაბამის გამოკვლევებს უტარებენ. აქვს თუ არა შუახსნის ქალს კოვიდ 19, ჯერჯერობით უცნობია. 

როგორც ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს წარმოამდგენელმა განაცხადა, ამჟამად კლინიკაში სამი პაციენტია მოთავსებული და აქედან კორონავირუსი ერთს აქვს დადასტურებული. 

„განყოფილებაში მოთავსებულია სამი პაციენტი და აქედან ერთი დადასტურებული შემთხვევაა, რომლის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტი დაკვირვების ქვეშაა და მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ერთი ახალი შემთხვევაა, რომელსაც მოგზაურობის ისტორია აქვს და აფხაზეთიდან არის შემოყვანილი. ჩივილები აქვს ხველება. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია და მასალა გაგზავნილია ლაბორატორიაში. პაციენტს კონტაქტს არ აღნიშნავს. ორნი მოდიოდნენ, ერთი გადაყვანილია სოხუმში და მეორე ჩვენთან“, - განაცხადა კლინიკის წარმომადგენელმა. 

შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების 98 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 18 გამოჯანმრთელებულია. კარანტინში, ბოლო მონაცემებით, იმყოფება 4978 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 266 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ხოლო ორ მუნიციპალიტეტში, მარნეულსა და ბოლნისში, კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. გარდა ამისა, საგანგებო რეჟიმის გამკაცრება მოხდა ორ ქალაქში - ზუგდიდსა და ფოთში, იქ პოლიციის ბლოკ-პოსტებია განთავსებული.


close დახურვა