logo
ENG



ზუგდიდის ინფექციური: დაგვემატა ორი პაციენტი, კაცი და ორსული ქალი

08 აპრ 202010:35
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში საკარანტინე ზონიდან ორი პაციენტი - შუა ხნის მამაკაცი და ორსული ქალი გადაიყვანეს. ორივე მათგანს ტემპერატურა და ყელის ტკივილი აღენიშნება. ორსულ ქალს დამატებით მშრალი ხველა და მსუბუქი თავის ტკივილიც აწუხებს, ორივე პაციენტის ანალიზებს ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან.  ინფექციონისტის ლალი ხვედელიძის თქმით, ამ ეტაპისთვის  ათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

"ორი შემოგვემატა საკარანტინე ზონიდან და ორივე შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადიდან. ერთი შუა ხნის კაცი, გუშინ საღამოს შეოიყვანეს, ხოლო ორსული დღეს. ჩივილები ორივესთან ტემპერატურა და ყელის ტკივილია. ქალის შემთხვევაში ასევე, მბუქქი თავის ტკივილი და მშრალი ხველა. ორივე შემთხვევაში იგეგმება ანალიზის ჩატარება",-აღნიშნავს ლალი ხვედელიძე. 


 


close დახურვა