logo
ENG



ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მეოთხე მცდელობაზეც ვერ აირჩიეს

24 დეკ 202114:36
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა მეოთხედ ჩაიშალა, თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს. 

დღევანდელ სხდომაზე ქვორუმი არ შედგა. საკრებულოში პროტესტის ნიშნად არ მივიდა ნაციონალური მოძრაობა. გარდა ენმ-სა სხდომას არ ესწრებოდა ქართული ოცნების 4 და პარტია საქართველოსთვის 1 წევრი.  

შემდეგი სხდომა 2022 წლის 12 იანვარს გაიმართება.

"არ შედგა სხდომა, ქვორუმის არარსებობის გამო. ესწრებოდა 21 დეპუტატიდა უნდა ყოფილიყო მინიმუმ 23. უქმეებია, ახალი წელი მოდის და 12-ში შეიკრიბება", - თქვა ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარემ, ირაკლი გოგოხიამ.

ზუგდიდის საკრებულოში 45 წევრია. თავმჯდომარის ასარჩევად სულ მცირე 23 ხმა არის საჭირო. მანდატები პარტიებს შორის ასე ნაწილდება: ენმ - 22, ქართული ოცნება - 20, პარტია საქართველოსთვის - 3. 


close დახურვა