ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და აგურის ღობეს შეეჯახა.
ფორმულას ინფორმაციით გარდაცვლილები ახალგაზრდა ქალი და კაცი არიან.
შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.
