logo
ENG



ზუგდიდში, დევნილთა საერთო საცხოვრებელში კაცი დაჭრეს

27 აპრ 202123:14
3 წუთის საკითხავი
 
ზუგდიდში, დევნილთა საერთო საცხოვრებელში კაცი დაჭრეს

ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მდებარე დევნილთა საერთო საცხოვრებელში კაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.


close დახურვა