logo
ENG



ზუგდიდში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა

17 ივნ 202021:51
3 წუთის საკითხავი
clock 796
gn205lbvdn74zc4.jpg

ზუგდიდში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, 70 წლამდე მამაკაცს ვირუსი დღეს დაუდასტურდა. ის საქართველოში რუსეთიდან, ლარსის სასაზღვრო პუნქტის გავლით 12 ივნისს შემოვიდა და საკარანტინო სივრცეში მოათავსეს.

14 ივნისს მას „პისიარ“ კვლევა ჩაუტარდა და უარყოფითი პასუხი მიიღეს, რის შემდეგაც ის საკარანტინე ზონიდან დროებით ძმის გარდაცვალების გამო გაათავისუფლეს.

ნანა ოდიშარიას თქმით, ამ დროისთვის, 25 კონტაქტია მოძიებული, 7 მათგანი კარანტინშია გადაყვანილი, დანარჩენები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა და სხვა კონტაქტვბის მოძიება. კოვიდინფიცირებული რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული და ბოქსირებულ განყოფილებაში გადის მკურნალობის კურსს. კლინიკაში ამ დროისთვის 5 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 889 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან სრულად განიკურნა 731 ადამიანი, 14 კი, გარდაიცვალა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 2 710 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 267.


close დახურვა