ზუგდიდის რაიონში მამაკაცმა თავი მოიკლა. ის გარდაცვლილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს.
სოფელ ჩხორიაში მცხოვრებ 55 წლის მამაკაცს ორი სტუდენტი შვილი ჰყავს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მამაკაცი სახერხ საამქროში მუშაობდა, თუმცა შექმნილი პანდემიის გამო სამსახური დაკარგა, რის გამოც თავი მოიკლა.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება 115 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით გულისხმობს.