ზუგდიდში, მდინარე ჯუმში მოზარდს ეძებენ - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტშიც ადასტურებენ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის ბრიგადები.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მოზარდი საქონელს მწყემსავდა და მდინარის მეორე ნაპირზე ცდილობდა გადასვლას.