ზუგდიდში ხუბულავას ქუჩაზე მოპედი ბოძს დაეჯახა - ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა.
გარდაცვლილი მოპედის მძღოლია, რომელმაც, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ფორმულა მომხდარის დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აზუსტებს.