logo
ENG



ზუგდიდში საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ბორკილები გადასცეს

03 დეკ 202112:41
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/03/x2e7lzq40ia9sag.jpg

ზუგდიდში საკრებულოს პირველ სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მირანდა მესხს ბორკილები გადასცეს. რეგლამენტის თანახმად, სხდომა სწორედ კომისიის თავმჯდომარემ გახსნა. 

"მირანდა მესხს საჩუქრად ბორკილები გადაეცა. მირანდა ციხეში ჩაჯდები აუცილებლად", - წერს პარლამენტის დეპუტატი ანა წითლიძე, რომელიც ზუგდიდში იმყოფება. 

დღეს, 3 დეკემბერს ახლადარჩეული საკრებულოების პირველი სხდომები ჩატარდა. ზუგდიდში სხდომას ნაციონალური მოძრაობის წევრები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მაისურებით დაესწრნენ. 

ოპოზიცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ. მათივე თქმით, ზუგდიდში გაყალბებაში მონაწილეობდა საოლქო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხიც. 


close დახურვა