ზუგდიდში დადიანის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე სავარაუდოდ, გასროლაც მოხდა.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სავარაუდოდ, ბიზნესმენ დათო შენგელიას შვილი, დადუ შენგელია დააკავეს, რომელიც ამ ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობს.
სამართალდამცავებმა მისი ავტომობილი უკვე გაჩხრიკეს და დალუქეს. ამ წუთებში კი, მის საცხოვრებელ ბინაში იწყება ჩხრეკა. ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ბინაში არავინ იმყოფება, ხოლო ჩხრეკა ნათესავების თანდასწრებით მოხდება.
რა სავარაუდო დანაშაულს უკავშირდება სპეცოპერაცია, ან რისთვის არის დაკავებული აღნიშნული პირი, ამ ეტაპზე ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.
სპეცოპერაციის დეტალებს „ფორმულა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არკვევს.