logo
ENG



ზუგდიდში ტექნიკის მაღაზია კომენდანტის საათის დროს გაქურდეს

02 მაი 202014:25
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. როგორც მეპატრონე აცხადებს, წაღებულია 50 ათასი ლარის საქონელი. მისივე ინფორმაციით, ძარცვა კომენდანტის საათის დროს მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 177-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ქურდობას გულისხმობს.

„ამ დილით დაგვირეკეს. იქნებოდა 10 საათი, რომ გვითხრეს გატეხილია თქვენი მაღაზიაო. წაღებულია, სავარაუდო,დ 50 000 ლარის ღირებულების ტელეფონები. წვრილი ტექნიკა რაც მქონდა გასაყიდად, ყველაფერი წაღებულია. მსხვილ ტექნიკას, რა თქმა უნდა, ვერ გაზიდავდნენ. კომენდანტის საათის დროს მოხდა, ეს არის ყველაზე ცუდი“, - აცხადებს მაღაზიის მფლობელი.

 

 


close დახურვა