logo
ENG



ზუგდიდში 10-მდე ადამიანი მოიწამლა - სავარაუდო მიზეზად დაბინძურებული წყალი სახელდება

17 ივლ 202115:54
3 წუთის საკითხავი
 
ზუგდიდში 10-მდე ადამიანი მოიწამლა - სავარაუდო მიზეზად დაბინძურებული წყალი სახელდება

ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში ათამდე ადამიანი მოიწამლა, მათგან შვიდი ბავშვია.

ადგილობრივები სავარაუდო მიზეზად დაბინძურებულ წყალს ასახელებენ. 

5 მოწამლულის მდგომარეობა შედარებით მძიმეა - ისინი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. მათგან ერთი ბავშვია.

დამატებით დეტალებს ფორმულა გადაუდებელი დახმარების ცენტრთან არკვევს.


close დახურვა