logo
ENG



ზურაბიშვილის თქმით, უცხოეთში მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობა ელექტრონულად უნდა შეეძლოთ

27 მაი 202213:17
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბიშვილის თქმით, უცხოეთში მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობა ელექტრონულად უნდა შეეძლოთ
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობა ელექტრონულად უნდა შეეძლოთ. როგორც ზურაბიშვილმა დიასპორის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა, საზღვარგარეთ მილიონი ქართველი ემიგრანტია, თუმცა არჩევნებში ხმას მხოლოდ რამდენიმე ათასი აძლევს.

"სანამდე უნდა იყოს, რომ ჩვენ გვყავდეს მილიონზე მეტი ადამიანი უცხოეთში და არჩევნებში მონაწილეობდეს მხოლოდ რამდენიმე ათასი ადამიანი. დღეს, არსებობს არჩევნებში მონაწილეობის მიღების ელექტრონული საშუალებები ჩვენს ქვეყანაში, ეს გამოვცადეთ ბოლო არჩევნებზე და ალბათ, დროა გადავიდეთ ამ საშუალებების გამოყენებაზე, რომ მივცეთ უცხოეთში მყოფ ქართველებს საშუალება უშალოდ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ამით არ არის აუცილებელი, რომ გაიხსნას უამრავი საარჩევნო კომისია, თავისი ყველა პრობლემით. თან როცა არ ცხოვრობ ისე ახლოს დედაქალაქთან რომელიმე ქვეყანაში, ალბათ უფრო სხვა საკითხებზე ფიქრობ. ეს, ალბათ, პოლარიზაციასაც ქვემოთ დასწევდა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.


close დახურვა