logo
ENG



ზურაბიშვილი:ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს, რათა ტერორიზმმა საქართველოში არ შემოაღწიოს

06 ნოე 201910:18
3 წუთის საკითხავი
 
smhf0ds52em0hvb.png

ბათუმში, თავდაცვის კონფერენციაზე შეკრებილ დელეგატებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა. სიტყვით გამოსვლის დროს, ზურაბიშვილმა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში გასულ კვირას ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ კიბერშეტევაზე გაამახვილა ყურადღება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიბერთავდასხმა 30 000 დომიენზე განხორციელდა და მათ შორის მისი ადმინისტრაციის საიტიც იყო. 

"უსაფრთხოების გამოწვევები საქართველოსთვის და ზოგადად ყველასთვის დღევანდელ მშოფლიოში იზრდება. საქართველო არ არის დაშორებული კრიზისის თაღს, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც რჩება სტაბილურობის კუნძულად. ქვეყანამ წარმატებას მიაღწია იმით, რომ მის განვითარებაზე გავლენა არაფერს არ მოუხდენია. ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს, რათა ტერორიზმმა საქართველოში არ შემოაღწიოს. დღეს საფრთხეები ახალ ფორმებს იძენს. წარმოდგენილია კიბერუსაფრთხოების საფრთხე. გასულ კვირას საქართველოში 30 000 დომეინი აღმოჩნდა შეტევის ქვეშ, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი. ერთობლივი ძალისხვემვით და თანამშრომლებით უნდა დავიცვათ ჩვენი ობიექტები, რადგან მარტო ამას ვერ გავუმკლავდებით", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმლა.  

ზურაბიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და მისი ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ბათუმში ტარდება ეს მნიშვნელოვანი კონფერენცია, რომელიც ბათუმს აყენებს რუკაზე. წელს ბათუმში ჩატარდა ევროკავშირთან პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია, ჩამოვიდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაცია, ბათუმს ესტუმრნენ ხომალდები და კიდევ ველოდებით წლის ბოლომდე. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოსთან ურთიერთობა არის ჩვენი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია რომ კიდევ ერთხელ ვიკრიბებით 35 ქვეყნის წარმომადგენელი, რათა კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რას ნიშნავს დღეს თავდაცვა და უსაფრთხოება საქართველოსთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა. 

 

 


close დახურვა