"არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!", - წერს ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე. ამჟამად ის ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება.
პრეზიდენტი გამოეხმაურა მოწოდებებს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელიც მის განცხადებას მოჰყვა.
რამდენიმე საათის წინ მან მიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებები არ აძლევს საშუალებას "ეფექტურად დაიცვას" ჩვენი კანდიდატურა.
გარდა ამისა, ზურაბიშვილმა თქვა, რომ ევროპულ გზაზე წინსვლაში "არავის უნდა გადავყვეთ", არც ბიძინა ივანიშვილს, არც სააკაშვილს და არც გვარამიას:
"არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის, თუ არა ევროპული მომავალი. მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში - არც სააკაშვილს, არც გვარამიას, არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არ არის იმის ფასად, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ, ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს".