logo
ENG



ზურაბიშვილი: პუტინმა არასწორი გათვლები გააკეთა უკრაინაზე, ევროპასა და ბირთვულ იარაღზე

01 მარ 202212:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/01/ixb17ki1b9d3pbp.png

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფრანგულ მედია Info France 2-თან ამბობს, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღზე მანიპულირებით ახლა ფსიქოლოგიურ ომს აცხადებს, რადგან კონვენციურ ომში მარცხდება.

ზურაბიშვილის აზრით, პუტინმა უკრაინაში შეჭრისას არასწორი გათვლები გააკეთა, როგორც უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობაზე, ასევე ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლებლობებსა და ევროპის მხრიდან მხარდაჭერაზეც.

"ბირთვული საფრთხე არის ფსიქოლოგიური ომი. თუ გადავხედავთ ვლადიმერ პუტინის წარსულს, დავინახავთ, რომ ის თავდასხმით ფსიქოლოგიურად მანიპულირებს. ის უფრო ძლიერია ფსიქოლოგიურ შეიარაღებაში, ვიდრე კლასიკური ომის წარმართვაში.

მან არასწორი გათვლები გააკეთა. ყველა მისი გათვლა არასწორი იყო. მისი გათვლა უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობაზე მცდარი გამოდგა. გათვლები უკრაინის მიმართ პოლიტიკურ რეაქციაზე მცდარი იყო. არსებობდა აზრი, რომ ზელენსკი ახალგაზრდაა, გამოუცდელია და ის მაშინვე დანებდებოდა. პუტინის გათვლები ასევე მცდარი იყო ევროკავშირზე. და ჩემი აზრით, მისი გათვლა, რომ ბირთვულ საფრთხეს შეიძლებოდა უკრაინელები დაეშინებინა უკრაინა, ასევე მცდარი აღმოჩნდა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი ამჟამად საფრანგეთში იმყოფება. ის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გუშინ შეხვდა.


close დახურვა