logo
ENG



ზურაბიშვილი: რუსეთის აგრესია ანაქრონიზმია, ეს არის ჩარჩენა ომების საუკუნეში

17 ოქტ 202212:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/17/ynic1n5o2onqff4.png

დღევანდელ დღეს, იმ ფონზე, თუ რაც ხდება ევროპაში, რაც ხდება უკრაინაში, ძალიან ძნელია, რომ დავიწყოთ საუბარი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებით. მთავარი ჩვენთვის, თქვენი ქვეყნისთვის დღეს არის ის, რაც ხდება უკრაინაში, ის, რაც ხდებოდა დღეს დილით.

ეს უმკაცრესი ქმედებები, რასაც რუსეთი ახორციელებს უკრაინის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული სუვერენობის წინააღმდეგ, კიევის დაბომბვა, მოქალაქეების წინააღმდეგ ასეთი უმკაცრესი ქმედებები, ეს ყველაფერი არის ის, რაც მიუღებელია თანამედროვე მსოფლიოში, მიუღებელია ევროპაში, მიუღებელია ჩვენი ორივე ქვეყნისთვის და ჩვენი ღირებულებებისთვის.

რუსეთის აგრესია, ერთი მხრივ, არის არა დღევანდელი დღის ამსახველი, ანაქრონიზმია დღევანდელ დღეს, ეს არის ჩარჩენა იმ საუკუნეში, რომელიც იყო ომების საუკუნე და ტოტალიტარიზმის საუკუნე.


close დახურვა