საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინელმა ერმა მთელ მსოფლიოს აჩვენა თავისი ღირსეული ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის.
"დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა! უკრაინელმა ერმა მთელ მსოფლიოს აჩვენა თავისი ღირსეული ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.
საქართველო და უკრაინა არიან ახლო, მოძმე ერი, ერთი და იმავე ბრძოლით. ჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი და ჩვენ ყოველთვის ერთად ვიდგებით," - წერს პრეზიდენტი Twitter-ში.