50-წუთიანი სიტყვის გამო სალომე ზურაბიშვილმა შენიშვნა მიიღო ევროპის საბჭოს საპროცედურო კომიტეტიდან. სალომე ზურაბიშვილის ვრცელი სიტყვის გამო 30 დეპუტატიდან, რომელიც შეკითხვაზე იყო ჩაწერილი, კითხვის დასმის საშუალება მხოლოდ ათს მიეცა. პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ არსებული საქმეების შესახებ დასმულ შეკითხვაზე მას პასუხი არ გაუცია.
სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მაისში ევროპის საბჭოს ასამბლეის ფარგლებში ქვეყანა გვერდს აუვლის ეროვნულ კანონმდებლობას და ყველა ქვეყნის დელეგაციას მიიღებს.
„გავრილოვის ღამის საკითხი შეგვიძლია ორად გავყოთ. პირველი ნაწილი იყო, რომ ხალხის აღშფოთება, ხოლო მეორე ნაწილი იყო პარლამენტში ძალისმიერი შეჭრა. რაც შეეხება მაისში საქართველოში გასამართ ასამბლეას: საქართველო გვერდს აუვლის ეროვნულ კანონმდებლობას და მიიღებს ყველა ქვეყნის დელეგაციებს. ეს ადვილი არ იქნება და ამას ადვილად არ მიიღებს ქართველი ხალხი, მაგრამ ეს არის ის, რასაც გავაკეთებთ, რადგან პატივს ვცემთ საერთაშორისო პრინციპებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.