logo
ENG



ზურაბიშვილი: 12 პუნქტზე მუშაობა უნდა დაიწყოს ბრიუსელში

20 ივლ 202214:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/20/ihqpwsmp8pyiupu.jpg

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უახლოესი მომავლისთვის ის განცხადება, რომ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს თუკი ჩვენ შევასრულებთ იმ მთავარ რეკომენდაციებს, რასაც ვეძახით 12 პუნქტს, რომელზედაც მუშაობა უნდა დაიწყოს. ეს მუშაობა უნდა დაიწყოს, ჯერ ერთი, ბრიუსელში, სადაც კიდევ ველოდები, რომ აქედან წავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ კომისიასთან გაარკვიონ ზოგიერთი დეტალი და როგორ უნდა შესრულდე, ამ პუნქტების ნაწილი. უნდა დაიწყოს მუშაობა პარლამენტში და ამისთვის ხელი მოვაწერე განცხადებას, რომ შედგეს საზაფხულო სესია, რამე თუ როცა გვაქვს ექვსი თვე, სრულიად გაუგებარია და სრულიად გაუგებარი ჩვენი ევროპარლამენტარი მეგობრებისთვის, რომ არ დავიწყოთ ახლავე მუშაობა. ერთად მუშაობა ნიშნავს, მუშაობას პარლამენტში, სესიის სხდომებზე ან კომიტეტებში და ასევე ხელისუფლების მიერ წარდგენილ სამუშაო ჯგუფებში. ყველამ ყველგან უნდა იმუშაოს, იმაზე უარის თქმა და ამაზე კი - არ გამოვა.


close დახურვა