logo
ENG



ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადადის, ის ღარიბაშვილის კონტაქტია

06 აპრ 202115:51
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/06/w32zzi1g1fsy3o2.jpg

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადადის. მას პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან 3 აპრილს ჰქონდა შეხება. ღარიბაშვილს კორონავირუსი დღეს, 6 აპრილს დაუდასტურდა.

"რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია.

აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.


close დახურვა