პრეზიდენტი პარლამენტს მიმართავს, რომ 5 მარტს საკანონმდებლო ორგანოში ყოვეწლიური მოხსენებით წარსდგეს. ამის შესახებ პარლამენტს მან უკვე აცნობა.
"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აცნობა საქართველოს პარლამენტს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, საქართველოს პარლამენტში წლიური მოხსენებით წარსდგეს 2022 წლის 5 მარტს", - აღნიშნულია განცხადებაში.