ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად მეორე ვადით აირჩიეს. გადაწყვეტილება მადრიდში ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის 113-ე სხდომაზე მიიღეს.
პოლოლიკაშვილის დამტკიცება გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, 2021 წლის მეორე ნახევარში მოხდება.