logo
ENG



ზურაბ ჟვანია დღეს 60 წლის გახდებოდა - შაბათის ფორმულა

09 დეკ 202321:50
3 წუთის საკითხავი
 

დღეს ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა. პოლიტიკოსი, რომელმაც საქართველოს უახლესი ისტორიის ფურცლები დაწერა და ქვეყნის ევროპულს საფუძველი მყარად ჩაუყარა - დღეს 60 წლის გახდებოდა. პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, გამორჩეულ პოლიტიკოსს ქვეყნის ყოფილ პრემიერმინისტრს - დღეს ჩვენს სიუჟეტში მისი შვილი ლიზა ჟვანია და მეგობრები გაიხსენებენ. ზურაბ ჟვანია გაიხსენეს დღეს პარლამენტშიც, სადაც საპატიო ორდენით დააჯილდოვეს; მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი - პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ეს ისტორიული სიტყვები, განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ელოდება და სიტყვები, რომლითაც გასული საუკუნის ბოლოს, ზურაბ ჟვანიამ საქართველო, ბნელი 90 იანებიდან - ევროპული მომავლისკენ შემოაბრუნა.


close დახურვა