ეროპული საქართველოს წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ქართულ ოცნებას ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი რეიტინგი აქვს, თუმცა მისი პოზიციები მაინც მცირდება.
ამის შესახებ მან IRI-ს კვლევის შედეგების შეფასებისას ისაუბრა.
"ქართული ოცნება, ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი რეიტინგის მიუხედავად, რომელიც ყველა ხელისუფლებას აქვს ხოლმე, რეიტინგი მოდის დაბლა და არაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ ყველა იმ ტყუილ დაპირებას, რომელიც არ შესრულდა.
ქვეყანას ამ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანს პროფესიონალებით და კვალიფიციური ადამიანებით დაკომპლექტებული კოალიციური მთავრობა", - ამბობს ჭიაბერაშვილი.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ს კვლევის თანახმად, კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 33% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა. მთელმა ოპოზიციამ ჯამში 37%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა.