logo
ENG



ზურაბ ჯაფარიძე 2000 ლარით დააჯარიმეს

14 თებ 202100:45
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი

პარტია გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე 2 000 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა თავად განაცხადა. 

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მან ჯარიმის ოქმი არ ჩაიბარა. განმეორების შემთხვევაში, მას სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

შრომის ინსპექციის თანამშრომლის თქმით, "განხორციელდა და დადასტურდა არანებართული ეკონომიკური საქმიანობა". 

ცნობისთვის, ადგილზე შრომის ინსპექცია და პოლიცია იყო მისული. მათ ტერიტორია რამდენიმე წუთის წინ დატოვეს. 

ბარი დღეს, 19:00 საათზე, დაუმორჩილებლობის ნიშნად გაიხსნა და მისი პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენაა მიმართული.  

 

 

 


close დახურვა