ფოთში, ზღვაში გაუჩინარებული ახალგაზრდას ცხედარი მაშველებმა იპოვეს. ცხედარი ახლობლების მიერ იდენტიფიცრებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ზღვაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ 25 წლის კაცი წელამდე წყალში იყო, რა დროსაც იგი დინებამ გაიტაცა.
კაცის გაუჩინარების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში განცხადება 4 ივნისს შევიდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შესაბამისი სამაშველო ტექნიკა.