საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებელმა კანდიდატმა ლევან კობერიძემ შალვა თადუმაძის დიპლომის საკითხი კიდევ ერთხელ წამოსწია. როგორც კობერიძემ აღნიშნა, სწორედ ეს თემა იყო დღის მთავარი საკითხი და რადგან საუბარია თადუმაძის უვადო მოსამართლეობაზე, სწორ მიდგომად მიიჩნევს პარლამენტში შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია. კობერიძის თქმით, კომისიამ უნდა შეიწვალოს დიპლომის საკითხი და მხოლოდ ამის შემდეგ აქვს აზრი სხვა პროცესებზე საუბარს.
„ჩემი აზრით, თავად თქვენგან, ბატონო შალვა და ასევე კითხვის დამსმელების მხრიდან, მნიშვნელოვანი ზიანი ადგება იმ ინსტიტუციას, რომელმაც მომავალში სამართლიანობა უნდა უზრუნველყოს. ამიტომ, ჩემი პოზიცია ასეთია - შეიქმნას საგამოძიებო კომისია, სადაც ეს საკითხი ამოიწურება და შემდეგ გაგრძელდეს პროცესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ამბავი დამაზიანებლად მიმაჩნია სასამართლოსთვის. მით უმეტეს, როცა სურვილი გაქვთ გახდეთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და უვადო მოსამართლე“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.
თავის მხრივ, თადუმაძემ აღნიშნა, რომ ფორმატიდან გამომდინარე, არ ჰქონია საშუალება ამ საკითხზე ესაუბრა. ახლა კი მზადაა დეტალურად განმარტოს დიმპლომთან დაკავშირებული საკითხი. თადუმაძის თქმით, მან აღნიშნული საბუთი ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში წარადგინა 18 წლის წინ, მიიღო კონკურსში მონაწილეობა და მაშინ არანაირი ეჭვი არ გაჩენილა.
„მაშინდელი მოქმედი კანონმდებლობით ამგვარი დიპლომი გაიცემოდა და ასეთი ინსტიტუტიც არსებობდა. მე ის არ დამიმალავს. ერთი სასაცილო ისტორიაა, რომელიც უნდა მოვყვე.ჩემი დიპლომის შესახებ ინფორმაცია თავის ვებგვერდზე უდევს „ღია საზოგადოება-საქართველოს“, რომ თითქოს თადუმაძის დიპლომი იწვევს ეჭვებს. უხერხულია, რომ აღნიშნულ კომპანის 4 წელი დაკონტრაქტებული ვყავდი როგორც იურისტ-ავდოკატი, სწორედ ამ დიპლომის საფუძველზე; ამ ავტობიოგრაფიის საფუძველზე. იცით თქვენ, რომ თუ შესრულებული სამუშაო არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, შემდეგ იგი აღარ ფინანსდება. გამოდის, რომ 4 წელი ეს ადამიანები კმაყოფილები იყვნენ ჩემი მუშაობით და ვითვლებოდი მაღალანაზღაურებად თანამშრომლად. არ ვიცი, ვინაა დღეს ამ ორგანზიაციის ხელმძღვანელი, მარგამ ამ ინსტიტუტს აქვს რეპუტაცია და უმჯობესი იქნობდა თავის არქივში ჩაეხედა. თუ თავის დროზე თადუმაძემ დიპლომი დამალა, მაშინ საქმე გვაქვს დანაშაულთან, მაგრამ თუ დიპლომის შესახებ იცოდნენ, გამოდის იმ კონკრეტულმა პირებმა, რომლებიც ამ დიპლომზე საუბრობენ, არ იციან კანონმდებლობა, რომელიც ამ საბუთის გაცემის საფუძველია. ან არაკეთისინდისიერები არიან, ან არაკვალიფიციურები“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.
მისივე თქმით, „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მსგავად იმავე ვითარებაა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შემთხვევაში. როგორც თადუმაძემ განმარტა იურიდიული მომსახურების გაწევის მიზნით აღნიშნულ ორგანიზაციასაც მასთან 2-წლიანი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული.
„აქ არის საერთაშორისო ორგანიზაცია „პროლოგი“, რომლის დირექტორი გიორგი ჩხეიძე გახლდათ საკონკურსო კომისიის წევრი. ჩემი დიპლომით მე ამ კონკურსში გავედი და გავიმარჯვე. ამიტომ „ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაცია“ ჩემს დიმპლომზე რომ საუბრობს, მესმის რომ მის დღევანდელ თავმჯდომარეს საზოგადოებრივი რეპუტაცია არ აქვს, მაგრამ როგორც იურისტს, გული მწყდება, როცა ეს ორგანიზაცია თავის არქივში არ ეძებს, ვინაა თადუმაძე და ამბობს, რომ თაღლითი ვარ“, - აღნიშა შლავა თადუმაძემ.
ამ თემაზე საუბრისას გენერალურმა პროკურორმა ასევე ახსენა „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურიც, რომელის ასევე მისი დიმპლომითაა დაინტერესებული.
„მგონია, რომ სახელმწიფოსთვის, რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირისთვის და თავად ქალბატონი ეკასთვის, არ იქნება უმჯობესი მე დღეს ამ ფორმატში ამ საკითხზე რაიმე განცხადება გავაკეთო. ამიტომ მესმის დიპლომის ამბავი და თავიდანვე გაცნობიერებული მქონდა ეს თემა. საკუთარი ნებით გამოვაქვეყნე მე ეს დოკუმენტი. შესაბამისად, 18 წლის განმავლობაში არ დამიმალავს. 1993 წელს ეს საბუთი წარდგენილი მაქვს თავდაცვის სამისტროშიც. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ რომ მე უნდა გადავდგე და შეიქმნას საგამოძიებო კომისია, არასწორია. არ არსებობს რაიმე დოკუმენტი, რომელშიც წერია რომ თადუმაძის დიპლომი ყალბია ან არ შეეძლო ასეთი განათლება მიეღო. ამიტომ არსად გადადგომას არ ვაპირებ. 2001 წლიდან აქტიურ იურიდიულ საქმიანობს ვეწევი. 2006 წელს ამ დიპლომით წარვდეგი ადვოკატთა ასოციაციაში, ჩავაბარე გამოცდები და მივიღე ადვოკატის ლიცენზია. ახლა რამდენიმე არაკვალფიციური ან არაკეთილსინდისიერი ორგანიზაცია ეჭვიანობს ჩემს დიპლომზე და ამიტომ ჩემი 18 წლიანი გამოცდილება უნდა გადავდო. ეს დიპლომი გაიცემოდა კანონის თანახმად და მისით შევქმენი მე ჩემი კარიერა“,- აღნიშნა შალვა თადუმძე.
თადუმაძის არგუმენტების მოსმენის შემდეგ ლევან კობერიძემ აღნიშნა, რომ მან კითხვა სხვა კონტექსტში დასვა. მისი თქმით, იგი არ საუბრობს დიპლომის კანონიერებაზე და მისთის მნიშვნელოვანია თავად პროცესი, რაც ამ თემის განხილვას მოჰყვა.
დღეს, 9 ოქტომბერს, პარლამენტის იურიდიულ სხდომაზე უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს უსმენენ.