logo
ENG



თადუმაძე ცდილობს შეურაცხყოფის კორიანტელს ღირსეული პასუხები გასცეს - წულუკიანი

10 ოქტ 201912:35
3 წუთის საკითხავი
 
v9aermxfsftjvms.png

„ზოგიერთმა დეპუტატმა მიზნობრივად ისარგებლა შემთხვევით და შეურაცხყოფის კორიანტელი დააყენა“- ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის გუშინდელი სხდომა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. 

სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა, პროკურორის დიპლომი გახდა. ოპოზიციამ არაერთხელ აღნიშნა, რომ დოკუმენტის ნამდვილობა ეჭვს ბადებს. სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება. 

წულუკიანის თქმით, რომც დავუშვათ ის ფაქტი, რომ დეპუტატს აქვს შეურაცხყოფის მიყენების უფლება, ნებისმიერ შემთხვევაში შალვა თადუმაძემ, ისევე როგორც მანამდე მოსამართლეობის სხვა კანდიდატებმა, აღნიშნულ ფაქტს ღირსეული პასუხი გასცეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა კანდიდატი, მათ შორის შალვა თადუმაძეც ცდილობდა, რომ ამ შეურაცხყოფის კორიანტელისთვის მაქსიმალურად ღირსეული პასუხები გაეცა; თუ საერთოდ ეს შესაძლებელია,“- განაცხადა წულუკიანმა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, აღნიშნული პრაქტიკული გამოცდილება სამომავლო პროცესების განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

„დანარჩენს გვაჩვენებს კენჭისყრა. მე ვფიქრობ, რომ ეს პრაქტიკული გამოცდილება ბევრ რამეს შესძენს სამომავლო პროცესებს, რადგან წლებთან ერთად კანონიც იქნება დასახვეწი. ასევე, მომავალ არჩევნებთან ერთად ზოგიერთი დეპუტატის საპარლამენტო კულტურაც იქნება კიდევ უფრო დასახვეწი და ჩვენი ამომრჩევლებიც ხედავენ როგორ იქცევიან მათი რჩეულები,“- აღნიშნა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა გენერალურ პროკურორის შალვა თადუმაძის სიტყვით გამოსვლას მოუსმინეს, რომელიც დეპუტატების კი\ტხვებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის სტატუსით პასუხობდა.

 

 


close დახურვა