logo
ENG



თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით ახალი დეტალები დღეს გასაჯაროვდება

30 ოქტ 201907:34
3 წუთის საკითხავი
 

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით დეპუტატებს, ომბუდსმენსა და არასამთავრობო ორგანიზაციას ინფორმაცია მაიწოდა.

ანრი ოხანაშვილს, სახალხო დამცველის მოადგილეებს, სერგო რატიანს, ირაკლი აბესაძესა და „საერთაშორისო გამჭვირვალობის" წარმომადგენელს კითხვები გენერალური პროკურორის განათლების დამადასტურებელ დოკუმენტზე, სწავლების ფორმებსა და განათლების აღიარების საკითხებზე ჰქონდათ. დღეს ამ ინფორმაციას ისინი საჯაროს გახდიან.

შეგახსენებთ, რომ თადუმაძის დიპლომზე ინტერესი საზოგადოებაში მას შემდეგ გაიზარდა, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, მან 1994 წელს დაარსებული უნივერსიტეტი 1993 წელს დაამთავრა. „ფორმულამ" კი ექსკლუზიურად მოიპოვა  თადუმაძის კიდევ ერთი დიპლომი, სადაც ნათქვამია, რომ ის 1994-98 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა და ის პროფესიით მარკშეიდერია

 


close დახურვა