logo
ENG



თავდასხმა ადვოკატზე

27 იან 202420:26
3 წუთის საკითხავი
 

თავდასხმა და მუქარა ადვოკატზე. რა მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში და რა მოტივით დაესხნენ თავს მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატს მოკლულის ოჯახის წევრები და ნათესავები, ამას გამოძიება სწავლობს. მაგრამ სანამ პროკურატურა ვინმეს ბრალეულობას გამოკვეთს, ადვოკატი ანა ჟღენტი აცხადებს, რომ ისევ საფრთხეშია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ, ადვოკატს პირადი დაცვა დაუნიშნა - თავდასხმაში ბრალდებულები არ დაუკავებიათ, ადვოკატი კი მიიჩნევს რომ მისი და მისი არასრულწლოვანი შვილის სიცოცხლე საფრთხეშია. 


close დახურვა