logo
ENG



თავდასხმა ჰარცელზე

20 ივლ 202220:00
3 წუთის საკითხავი
 

კარლ ჰარცელმა საქართველოში 4-წლიანი მისია დაასრულა და ქვეყანას გულთბილად გამოემშვიდობა, ივანიშვილის გუნდმა კი დაუფარავი შეურაცხყოფა მიაყოლა. "კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში" - ასე შეაფასა ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დიპლომატის საქმიანობა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს. ოპოზიციისთვის ქართული ოცნების გუნდის განცხადებები ელჩებთან ბრძოლის პუტინისტური ხერხია, ივანიშვილის მიზანი კი ქვეყნის ჩაკეტვა და დასავლური სამყაროდან იზოლირებაა.


close დახურვა