logo
ENG



თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ სავალდებულო ჯარი გავლილი არ აქვს

21 თებ 202119:04
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/21/6kh4fye1p56kmzv.jpg

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ სავალდებულო ჯარი გავლილი არ აქვს. ამის შესახებ მას კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჰკითხა.

მინისტრობის კანდიდატმა კითხვას ასე უპასუხა:

"სავალდებულო ჯარი არ მაქვს გავლილი, სამწუხაროდ. თავი არ ამირიდებია, ეს იყო იმით განპირობებული, რომ 17 წლის ასაკში შევქმენი ოჯახი, შემეძინა შვილი, შემდეგ 20 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა", - თქვა მან.

ბურჭულაძე ამ პოსტზე 19 თებერვალს წარადგინეს. თავდაცვის მინისტრის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, რომელიც მანამდე თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. 


close დახურვა