logo
ENG



თავისუფლების მოედანი: კოალიციაში გადაწყვეტილება პარტნიორის დამატებაზე მიიღება ერთობლივად

16 სექ 202419:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/16/l3q30obc10trxg3.jpg

თავისუფლების მოედანი კოალიცია ძლიერი საქართველოს გამსხვილებასა და გიორგი გახარიასთან მოლაპარაკებებზე პრეზიდენტის წინადადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ "ნებისმიერი გადაწყვეტილება ახალი პარტნიორის დამატებაზე კოალიციაში მიიღება ერთობლივად ოთხივე წევრის მიერ".

"თავისუფლების მოედნის პოზიციას განსაზღვრავს ჩვენი წევრების და მხარდამჭერების ღირებულებები და ინტერესები. ჩვენ წარმოვადგენთ პატიოსან, პროფესიონალ და პატრიოტ მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის რუსული გავლენის საწინააღმდეგოდ.

ჩვენს მხარდამჭერებს ეს ბრძოლა ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად უჯდებათ - რეზინის ტყვიების, მომწამლავი აირისა თუ ხელკეტების პირისპირ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო ტაქტიკის საკითხები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის ფასეულობები და პრინციპები, რომელთა დასაცავადაც უაღრესად რთულ დროს გადავწყვიტეთ პოლიტიკური საქმიანობის დაწყება"- ნათქვამია განცხაებაში.

17 სექტემბერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლელოს ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და პარტია საქართველოსთვის ლიდერ გიორგი გახარიას წინასაარჩევნოდ გაერთიანებაზე მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპის გასამართად ორბელიანების სასახლეში იწვევს.

ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დღეს ფორმულას ეთერში კოალიციურ გამსხვილებაზე საუბრისას გიორგი გახარიას პარტიასთან გაერთიანებაზე მსჯელობაც არ გამორიცხა. მან თქვა, რომ მათი გეგმები "უმეტეს ნაწილში თითქმის ემთხვევა ერთმანეთს", თუმცა ახლა მთავარი კითხვაა - "იძლევა თუ არა მათი გაერთიანება სინერგიას".


close დახურვა