პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე, პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი, ისევე როგორც, მისი მეუღლე და დედა, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ.
ინფორმაციას ჩარკვიანი პირად Facebook-ზე აქვეყნებს.
"ძვირფასო მეგობრებო, ორჯერ ჩატარებული (კოვიდის ) ტესტების პასუხები უარყოფითია უფლის წყალობით , ჩვენს ოჯახში ყველასთან მადლობა დიდი, გულშემატკივრობისთვის, ისეთ ენერგეტიკას მაწვდიდით და ეს ისეთი საოცრება იყო, რომ რა შემიძლია? სიკეთით დამებრუნებიოს, დიდი მადლობა", - წერს ჩარკვიანი.
ჩარკვიანს კორონავირუსი 11 სექტემბერს დაუდასტურდა. მას შემდეგ, იგი კლინიკაში იმყოფებოდა.